„არ შეიძლება დღეს სასამართლოში მიმდინარეობდეს პროცესები მითუმეტეს, არასაპატიმრო საქმეებზე“ - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამრთლო აგრძელებს ნიკა გვარამიას საქმის ფორსირებულ რეჟიმში განიხილავს. დღეს დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ კორონავირუსის მომეტებული საფრთხის გამო განხილვა გადადებულიყო, მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ერთი მოწმე დაკითხა. პროცესის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ შეაფასა მოსამართლის მიერ მისი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა. ნიკა გვარამიას თქმით, ე.წ. არასაპატიმრო საქმეების განხილვა კორონავირუსის საფრთხის გამო უნდა გადაიდოს.

არ შეიძლება დღეს სასამართლოში მიმდინარეობდეს პროცესები მითუმეტეს, არასაპატიმრო საქმეებზე, ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა საქართველოს ხელისუფლების, ყველა იმ ადამიანის, ვინც ახლა უნდა მუშაობდეს ვირუსის შეჩერებაზე და არ გადაზრდაში ეპიდემიური პროცესებისა... ეს არის სწრაფად გავრცელებადი ვირუსი და რაც ახლა ხდება, სრულად არასაჭიროა სამართლებრივად და ეპიდემიოლოგიურად ძალიან საშიშია“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი