დაშანტაჟებული ადამიანები სწორად ვერ დათვლიდნენ მონაცემებს, ვითხოვთ ხელახალ გადათვლას - კორძაია

გამოქვეყნდა:

"რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი და "ენმ-ძალა ერთობაშია"-ს წევრი, თამარ კორძაია ბრიფინგზე ამბობს, რომ საჭიროა, იმ ბიულეტენის ხელახლა გადათვლა, სადაც მონაცემები არასწორადაა შეყვანილი. 

"მივმართავ საერთაშორისო ორგანიზებსა და ჩვენს პარტნიორებს - ის, რაც ხდებოდა არჩევნების დღეს, ენით აღუწერელი დანაშაულია. ირაკლი კობახიძე დარღვევებს ადამიანური შეცდომებით ხსნის. ეს შეიძლება იყოს მართალი, რადგან დაშინებული, დაშანტაჟებული და მოსყიდული ადამიანები 100%-იანი სიზუსტით ვერ დასვამდნენ ოქმებში გაყალბებულ მონაცემებს და დიახ, შეშინებული ადამიანი ზუსტად ვერ დაწერს ციფრებს. ჩვენ ვითხოვთ იმ ბიულეტენების გადათვლასა და სრულად ბათილობას, სადაც შეცდომითაა შეტანილი მონაცემები. დღეს პროკურატურაში ხელმოწერების გაყალბებაზე შეგვაქვს 20 საჩივარი. ადამიანებმა ჯანმრთელობის ფასად გააკეთეს არჩევანი და მას ხელისუფლება პარავს", - ამბობს კორძაია. 

როგორც ბრიფინგზე ბექა ბასილაიამ თქვა, "ძალა ერთობაშიამ" მინახა მინიმუმ 20 ოქმი, სადაც ხელმოწერები გაყალბებულია. 

 გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი