
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, აზრით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს გამარჯვებულად მანამდე არ ჩათვლის, სანამ თავად არ გაიმარჯვებს.
"ჩვენ დღეს გვყავს რადიკალური ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა, რომლის მთავარი "დემოკრატიული" ლოზუნგი არის ის, რომ არჩევნებში სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, ის არ არის დემოკრატიული. ეს არის მათი პრეზუმფცია, ისინი ამბობენ, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებენ, ის არ არის დემოკრატიული, რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა გაუმართლებელია", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება დემოკრატიაზე თავდასხმას არ დაუშვებს და თუ ვინმეს პროტესტის გამოხატვა უნდა, ის კანონის ფარგლებში უნდა ჩაჯდეს.