120/30-ზე, 1 პროცენტიანი ბარიერი და 40 პროცენტიანი ჩამკეტი - საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში უმრავლესობის ლიდერმა დაარეგისტრირა. ცვლილებების პროექტს, რომელსაც ხელს უმრავლესობის 85 დეპუტატი აწერს, 2020 წელს არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

დოკუმენტში აისახა შეთანხმების ის ნაწილიც, რომელიც 40%-იანი ჩამკეტი ბარიერის დაწესებას გულისხმობს. პარტიას თუ ამომრჩევლების 40%-იანი მხარდაჭერა არ ექნება, ის დამოუკიდებლად მთავრობას ვერ დააკომპლექტებს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების დარეგისტრირებამდე ბოლო დეტალების  შესათანხმებლად ევროკავშირის ელჩმა ოპოზიცია და ხელისუფლება დახურულ შეხვედრაზე საელჩოში  შეკრიბა. სწორედ იქ შეთანხმდა, თუ როგორ გადანაწილდებოდა  30 მაჟორიტარული ოლქი.

„ქართულ ოცნებას“ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა. დავით უსუფაშვილი გვიყვება, რომ საქართველოს რუკა აიღეს და  სუფთა ფურცლიდან გადაანაწილეს მაჟორიტარული ოლქები. პირვანდელი ვერსია შეიცვალა და თბილისს 7-ის ნაცვლად 8 მაჟორიტარი ეყოლება.

ოპოზიცია ითხოვს დიპლომატების მონაწილეობით მიღწეული მოლაპარაკებების სრულად შესრულებას. „ოცნებისგან“ დღეს საგანგებოდ მიმარტეს რომ პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება დაიწყონ და უარი თქვან პოლიტიკური რეპრესიებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოლაპარაკებების მთავარი მონაწილეები ამბობენ, რომ შეთანხმება შედეგიანად ვერ შეიცვლება და ეს საარჩევნო გარემოზეც დიდ გავლენას მოახდენს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს ინიციატორთა სიაში არიან ის დეპუტატებიც, ვინც იმიტირებული ამბოხის მონაწილეების არიან და გასული წლის ნოემბერში პროპორციული სისტემაზე გადასვლის პროექტი ჩააგდეს. ერთადერთი, ვისი სახელი და გვარიც ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებში არ წერია, მაჟორიტარების ლიდერი კახა ოქრიაშვილია. დეპუტატის ღიად ამბობს, რომ 120/30-ზე ვერსიას მხარს არ დაუჭერს, თუმცა მედიასთან რამდენიმე დღეა არ ჩნდება. ირკვევა, რომ ცვლილებების ამ ვერსიას მხარს არ დაუჭერს უმრავლესობიდან დემარშით წასული დავით ჭიჭინაძეც.

ცვლილებების პროექტის მიხედვით პარტიებს 1 %-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. პარტიებს 2020 წლის არჩევნებზე ბლოკების შექმნის შესაძლებლობაც ექნებათ. ქვეყნის მთავარ კანონში ჩანაწერი ბლოკების შესახებაც იქნება გაკეთებული.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი