ამერიკის 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა. მან საარჩევნო კოლეგიის 273 ხმა მოაგროვა. ის ინაუგურაციის დღეს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანში შესული პრეზიდენტი იქნება.
ჯო ბაიდენი 77 წლისაა. მას არც თუ ისე მარტივი ცხოვრება ჰქონდა, პირველ ქორწინებაში გარდაეცვალა მეუღლე და თვეების ქალიშვილი ავტოავარიაში. 2015 წელს კი უკვე მეორე ქორწინებიდან 46 წლის ვაჟი, თავის ტვინის სიმსიმვნით. თავად ბაიდენი პროფესიით იურისტია. ის 47-ვიცე პრეზიდენტი იყო. ის თეთრ სახლში ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას მუშაობდა.
ჯო ბაიდენი ასევე დელავერის სენატორი იყო 2009 წლამდე. ის სენტაში 6-ჯერ აირჩიეს.
ბაიდენი ასევე მონაწილეობდა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის წარმოებაში. 2011 წელს ის რუსეთშიც ჩავიდა. დღეს კი, დასავლური გამოცემები წერენ, რომ მაინც და მაინც მარტივი რუსეთისთვის, წესით, არ უნდა იყოს ის პოლიტიკა, რომელსაც მათთან მიმართებით ბაიდენი აირჩევს. საუბარია იმაზეც, რომ ახალმა ადმინისტრაციამ რუსეთს, შესაძლოა, ახალი ეკონომიკური სანქციებიც კი დაუწესოს.
პრეზიდენტის შემდეგ ცნობიალია აშშ-ის ახალი ვიცე-პრეზიდენტიც - ის ამერიკელი პოლიტიკოსი კამალა ჰარისია, რომელიც აშშ-ის ისტორიაში რიგით მეორე შავკანიანი სენატორია - კალიფორნიაში. ჰარისი, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის პირველივე დღიდან ჯო ბაიდენის გვერდით, ბაიდენის გამარჯვების შემდეგ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი, შავკანიანი, ვიცე-პრეზიდენტია. ცნობისთვის ჰარისი, აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკლელობის საქმის ადვოკატია და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად იბრძვის.