"დაკავებები ივანიშვილის სურვილს ემსახურება" - 7 აქტივისტი წინასწარი დაკავების იზოლატორშია

გამოქვეყნდა:

გუშინ, 4 ნოემბერს ისანში საპორტეტსო აქციაზე დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციულ სამართდლარღვევაზე საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ისნის საოლქო კომისიასთან, სამართდლამცველებმა აქციის 9 მოანწილე დააკვეს, მათგან შვიდი, ამ დროდმე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ორი პირი სამართალდამცველებმა გუშინვე გათავისუფლეს, მათ შორის იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი კაპანაძე, რომელიც დაკავების დროს შეუძლოდ გახდა.

ადვოკატ, ბექა ბასილაიას თქმით, დაკავება ივანიშივლის სურვლია. 

"ეს დაკავებები ცალსახად არის უკანონო, ეს დაკავებები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის სურვილს, რომ დემონსტრაციები და საპროტესტო გამოსვლები, რომელსაც აქვს სრულიად ლეგიტიმური საფუძვლები ჩაახშოს, მაგრამ ასევ არ გამოუვა. სამართლებრივი ზონიდან გასულია ეს ქმედებები იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ პირდაპირ ეთერში მშვიდობიანი დემონსტრანტების სრულიად უკნონო დაკავება," - თქვა ბექა ბასილაიამ

უფლებადამცველი, ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ შვიდივე აქტივისტი ხულიგნობაზე და პოლიციისთვის წინააღმგეობის გაწევაზეა დაკავებული. მისივე თქმით, თუ სასამრთლო დააკმაყოფილებს პოლიციის გადაწყვეტილებას შეიძლება დაკავებულები დაპატიმრონ ან ჯარიმა დაეკისროთ. 

"უკანონოდ დაკავებულია 7 პირი, გუშინ საზოგადოებამ კარგად ნახა, რომ ეს პიროვნებები იყვნენ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რომლებიც დააკავეს უკანონოდ, დღეს ველოდებით, რომ ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი,რომელიც არ დააკანონებს ამ უკანონო დაკავებას. დაკავებულები არიან ხულიგნობაზე და პოლიციის წინააღმდეგობის გაწევაზე," - ამბობს ლაშა ტყეშელაძე

ამ დროისთვის, საქალაქო სასამრთლოს ეზოში იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები და დაკავებულების ოჯახის წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და ყველა დაკავეული უკანონოდ დააკავა. 

დამკვირვებლები თვითონ გამოყარეს და ამ გამოყრილი დამკვირვებლებიდან ერთერთი იყო ნაცემი, რომელიც არის 18 წლის, თაზო მაჭარაშვილი დ გადაიყვანეს ინგოროყვას საავადმყოფოში, ამას რა თქმა უდნა მოჰყვებოდა დაძაბულობა იმის გამო, რომ დამნაშავე იყო საოლქოში და პოლიცია იდგა გარეთ და გვაწვებოდა, გვეჯიკავებოდა აქტივისტებს, იმ აქტივისტებს, რომლებიც ვითხოვდით სამართლიანი არჩევნების დაბრუნებას, - თქვა "შეცვალეს" წევრმა, ბექა პაპაშვილმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 4 ნოემბერს ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ ხსდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და თქვეს, რომ კომისიამ განუხილველად დატოვა ოპოზიციის ყველა საჩივარი, ხოლო ყველა სადაო ოქმი "ოცნების" სასარგებლოდ შესწორდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი