"როცა საჭირო იქნება გაიგებთ" - პრეზიდენტის პირველი კომენტარი დეკანოზის შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

"როცა საჭირო იქნება გაიგებთ" - პრეზიდენტის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თემაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

სალომე ზურაბიშვილი დღეს სამებაში, საკვირაო წირვაზე იმყოფებოდა და ჟურნალისტების კითხვას ტრადიციულად მოკლე კომენტარით უპასუხა. მან არ უპასუხა კითხვას, დააღვევს თუ არა მორატორიუმს, რომელიც შეწყალებებთან დაკავშირებით თავადვე დააწესა.

საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით საპატრიარქომ მიმართა. ამის შესახებ ცნობილი გახდა სინოდის სხდომის შემდეგ, 31 ოქტომბერს, თუმცა პრეზიდენტს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება.

პრეზიდენტმა შეწყალებებზე მორატორიუმი რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა. მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები შეიწყალა, გენერალურმა პროკურატურამაც საქმე აღძრა. საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა თავად პრეზიდენტი ამ დრომდე არ დაკითხულა. პროკურატურას მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით არც შუალედური ანგარიში წარუდგენია პარლამენტისთვის. სწორედ ამიტომ ოპოზიცია ხვალინდელ ბიუროზე დადგენილების პროექტს წარადგენს. "ევროპული საქართველის" საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს:

„როდესაც მან შეიწყალა პოლიციელს მკვლელი, ახალგაზრდების მკვლელი, ითხოვს რეაგირებას ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ამიტომ მივეცით ვადა პროკურატურას, რომ ეს ყოფილიყო გამოძიებული. პროკურატურამ რა თქმა უნდა არ გამოიძია და ამის ილუზია არც არავის ჰქონდა, ამიტომ ახლა ჩვენ მივმართავთ მეორე გზას, ანუ ეს არის პარლამენტში ამ საკითხის გადმოტანას და სწორედ ამტომ დავარეგისტრირეთ პროექტი, რომელიც გულისხმობს საგამოძიებო კომისიის შექმნას და ეხლა შევეცდებით, რომ პარლამენტში მივაღწიოთ, რომ ეს თემა ბოლომდე იყოს მოყვანილი" აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე.

საგამოძიებო კომისიის შექმნას პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებზე მხარს უჭერენ "თავისუფალი დემოკრატებიც". პარტიის წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, აღნიშნულ საქმეში აშკარაა დანაშაულის ნიშნები, რასაც გენერალური პროკურატურა მიზანმიმართულად არ იძიებს:

„სალომე ზურაბიშვილის ქმედებაში, აშკარაა დანაშაულის ნიშნები და სხვა არავისი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან აშკარაა დანაშაულის ნიშნები და ქართული ოცნების ხელმძღვანელობა და პოლიტიკური პროკურატურა იძულებული შეიქმნა ფორმალურად მაინც დაეწყო გამოძიება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ეჭვმიტანილი გარკვეული სისხლის სამართლის საქმეებში, გამოძიება თუ იწყება მხოლოდ ფორმალურად და მიჩუმათების რეჟიმშია ქართული ოცნების ხელისუფლება და პოლიტიკური პროკურატურა გადასული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შეიქმნას საგამოძიებო " განაცხადა ლევან სამუშიამ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი