ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ტიკარაძის თანაშემწის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მისი თანამშრომელს პრევენციული ტესტირებისას ვირუსი არ დაუდგინდა, ის მაინც იმყოფება თვითიზოლაციაში.
"ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. ამის მიუხედავად, მივიღეთ პრევენციული ზომები და უკვე ერთი კვირაა ის აღარ იმყოფება სამინისტროში. ჩვენ პრევენციულად ჩავუტარეთ კვლევა, რომელიც იყო ნეგატიური კორონავირუსზე,"-განაცხადა ტიკარაძემ.