დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი 22 პაციენტიდან 8 თბილისიდანაა, 7 იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან დამატებით 22 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 423 გახდა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 8, აჭარაში - 6, იმერეთში - 7, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 423 გარდაცვალების შემთხვევა", - თქვა ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

დღეს დადასტურებული შემთხვევების რეგიონალური განაწილება შეგიძლია იხილოთ აქ.  

ჯამში ქვეყანაში 619 მძიმე პაციენტია, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 268 პირი რჩება.

6 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა22 პაციენტი გარდაიცვალა3 560 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 51 993
  • გამოჯანმრთელებულია - 37 019
  • მათ შორის გარდაცვლილია - 423
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 094
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 438
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 618, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 35 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი