პატიმრებს პაემნების გაუქმების კომპენსირებისთვის სატელეფონო შეღავათები დაუწესდებათ - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

მსოფლიო პანდემიის გამოცხადების შემდეგ საქართველოს მთავრობა საგანგებო მუშაობაზე გადადის.

უკვე ცნობილია, რომ ქვეყანაში გადაიდო სასწავლო პროცესი და სპორტული შეჯიბრებები გაუქმდა, ან მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

შეზღუდვები ეხება სახელმწიფო უწყებებსა და პენიტენციურ დაწესებულებებს. როგორც ცნობილია, აკრძალულია პატიმრებთან ოჯახის წევრების პაემნები. მთავრობის სხდომის შემდეგ , როგორც იუსტიციის მინისტრმა განმარტა, ამ დისკომფორტის კომპენსირებისთვის დაწესდება სატელეფონო შეღავათები.

"ჩვენ ავკრძალეთ პაემნები. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ პატიმარს და მათ ოჯახის წევრს, ვინც გაგებით მოეკიდა ამას.

რა თქმა უნდა, პაემნების აკრძალვა არ არის მარტივი ტვირთი პატიმრისთვის.ვმუშაობთ, რომ ამ ნაკლის კომპენსირება მოხდეს სატელეფონო შეღავათებით,"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, 14 აპრილამდე პრობაციონერებს არ აქვთ ვალდებულება გამოცხადდნენ უწყებაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი