ივანიშვილის სასახლესთან, სავარაუდოდ, 6-ჯერ ისროლეს - ნახეთ პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 6 ნოემბერს, დაახლოებით 2 საათის წინ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან გასროლის ხმა გაისმა. იმ წუთებში, როცა ამ დრომდე უცნობმა პირმა ან პირებმა სასახლესთან ისროლეს ადგილზე ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობდა. 

ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალაში ჩანს "ტოიოტა ქამრის" მარკის ტიპის თეთრი მანქანა, რომელიც ქუჩაში ხალხის მასას ცდება, საპროტესტო სიგანლის შემდეგ კი ისმის 6-ჯერ გასროლის ხმა. სროლის ხმის შემდეგ ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მანქანისკენ გაემართნენ. 

შეგახსენებთ, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის პროტესტი უკვე მეექვსე დღეა გრძელდება.

ამ თემაზე გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა ბესო გაზდელიანმა, რომელიც იმ მომენტში აქციას ესწრებოდა. 

"აქცია თითქმის დასრულებული იყო, რა დროსაც მე თვითონ მანქანა ვერ შევამჩნიე, გავიგე 5 თუ 6 გასროლა, ჩემმა მეგობრებმა დაინახეს, რომ ტოიოტა ქამრის ტიპის მანქანა იყო, თუ არ ვცდები თეთრი, პოლიციელების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი, გარდა ამისა, იცით, რომ იქ უამრავი გარე სათვალთვალო კამერაა, რომლითაც ადვილადაა შესაძლებელი, მთავარია პოლიციამ ფაქტის გამოძიება მოინდომოს", - თქვა ბესო გზდელიანმა.

მისი თქმით, სროლის დროს ადგილზე დაახლოებით, 100 ადამიანი იყო.

მასალა ახლდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი