უარი გამყალბებელ ხელისუფლებას - ოპოზიცია ივანიშვილთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი გეგმა ფულით მოსყიდვა იქნება და შეეცდება, რომ ამ მიმართულებით ოპოზიციის ცალკეულ წევრებთან მოლაპარაკებები გამართოს. მეორე მთავარი მინიშნება კი მათთვის 1-2% ის დაკლებაა, რაზეც განცხადება "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილმა კარგად უნდა გაიგოს, რომ ქართველ ხალხს მისთვის მესამე ვადით მანდატი არ მიუცია. 

"ქართულმა ოცნებამ საკუთარი ზნედაცემულობის რეკორდიც კი მოხსნა და იმ იმედზე იყო, რომ განსხვავებული ოპოზიციური პარტიები ვერ მოვრიგდებოდით და ვერ ვიტყოდით, რომ ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, დიახაც ძალიან მალევე ვთქვით და რაც გააკეთა მას არ ეპატიება", - თქვა ენმ-ს წევრმა ნიკა მელიამ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილის ცხოვრების ფილოსოფია სწორედ ყველაფრის ყიდვაზე გადის, მაგრამ ეს ის შემთხვევაა არაა.

"ოპოზიციაში ყველა კარგად აცნობიერებს, რომ დღეს პარლამენტში შესვლა პარლამენტში შესვლას კი არ ნიშნავს, ნიშნავს პირდაპირ ქართულ ოცნებაში შესვლას. ეს ნიშნავს კომპარტიაში შესვლას", - თქვა გიგი უგულავამ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მოლაპარაკებებს გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ღალატის ტოლფასი იქნება საკუთარი ამომრჩევლებისა და მოქალაქეების მიმართ. 

"გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილს ეს გაგემა დიდი ალბათობით არ გაუვა, რადგან ამ ეტაპზე ოპოზიცია საკუთარ პოზიციაში ერთიანია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი