ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმება, ამიტომ ქუთაისში აქციას ვაუქმებთ - ინაშვილი

გამოქვეყნდა:

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, ზუსტი ინფორმაცია აქვთ, რომ ქუთაისში, მათი აქციის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ, რის გამოც აქცია გააუქმეს. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"გვაქვს ჩვენ ზუსტი ინფორმაცია, რომ ჯერ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავდნენ ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაციებს, ამიტომაც აქცია გადავიტანეთ ქუთაისში. ახლა იქაც იგეგმება პროვოკაციები ჩვენს წინააღმდეგ. ვინ გეგმავს? ამ კითხვას დღეს კომენტარის გარეშე ვტოვებ. ძალიან მალე მოვა დრო, გახდება ყველაფერი ნათელი და ცხადი. ჩვენმა პარტიიამ, პოლიტსაბჭომ იმსაჯელა დღეს და ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქციაც", - თქვა ირმა ინაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპროტესტო აქციებზე უარს იტყვიან. ინაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე კვირიან პაუზას იღებენ, რათა პროვოკაცია, რუსულ კვალზე ბრალდებები და შეთქმულებები თავიდან აიცილონ.

ინაშვილის განცხადებით, პარტია კვლავ უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი