ბათუმში კორონავირუსით 39 წლის ქალი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გასული 24 საათის განმავლობაში 39 წლის ქალი გარდაიცვალა. 

უწყების ინფორმაციით, ის კლინიკაში 3 ნოემბერს შეიყვანეს და 6 ნოემბერს გარდაიცვალა. 

"დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, ესენციური ჰიპერტენზია. ვირუსი დაუდასტურდა 04.11.2020", - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ჯამში გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4 პაციენტი გარდაიცვალა, მთლიანად საქართველოში კი 18.

7 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 754 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა. 

შემთხვევების რეგიონალური განაწილება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 54 852;
  • გამოჯანმრთელებულია -  39 773;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 441;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 3 015;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 599;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 670;
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 35 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი