გადადგეს გამყალბებელი ჟვანია - "სტრატეგია აღმაშენებელი" აქციას მართავს

გამოქვეყნდა:

გადადგეს გამყალბებელი ჟვანია - ამ მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია-პერფორმანსს მართავენ.

"ხშირად საუბრობენ, რომ არ არსებობს მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების. ჩვენ ახლა მოვახდენთ დემონსტრირებას იმ გაყალბებული ოქმების, რაიონების მიხედვით, რომლებიც დღეს ნამდვილად არის ჩათვლილი. შემიძლია დავასახელო რამდენიმე მათგანი, მაგალითად, ბოლნისში მე-60 უბანზე 60-ით მონაწილეზე მეტი ბიულეტენია.. ჩვენ გვინდა წარმოვადგინოთ ის მასშტაბი, თუ რა ტიპის გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის არჩევნები ეს არის სპეცოპერაცია", -  ამბობს პაატა მანჯგალაძე, "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი. 

აქვე შეგახსენებთ, რომ არჩევნების გაყალბებას გუშინ თბილისის ორი წერტილიდან, ავლაბრიდან დასააკაძის მოედნიდან, დაწყებული მსვლელობითაც აპროტესტებდნენ. ოპოზიციისა და აქტივისტების ავტოკოლონის საბოლოო დანიშნულების ადგილი, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენცია იყო, სადაც, პროტესტის ფონზე სროლის ხმა გაისმა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფაქტზე 37 წლის, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი