ოპოზიციისა და აქტივისტების ავტოკოლონა ივანიშვილის შუშის სასახლესთან მივიდა

გამოქვეყნდა:

ოპოზიციისა და აქტივისტების ავტოკოლონა საბოლოო დანიშნულების ადგილას, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციასთან მივიდა. 

"ბიძინა ივანიშივლი არის თავი და თავი ყველა ბოროტების. თამარ ჟვანიაშიც ბიძინა ივანიშვილი ზის, ბიძინას გარეშემ ჭორვილ ფაშას გარეშე თამარ ჟვანია ვერ გაბედავდა იმ გაყალბების მექანიზმების ჩართვას, რაც მან დღეს საქართველოში განახორციელა. თუ რაიმე გაყალბების მექანიზმი არსებულა საქართველოში ყველაფერი იქნა გამოყენებული 31 ოქტომბერს. ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაართვა ივანიშვილმა" - ამბობს აქციის მონაწილე. 

აქვე გეტყვით, რომ აქტივისტები გაყალებებულ არჩევნებს დედაქალაქის ორი წერტილიდან, ავლაბრიდან და სააკაძის მოედნიდან, მსვლელობით აპროტესტებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი