შინაგან საქმეთა სამინისტროს, განცხადებით, სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან სროლის ფაქტე ერთი პირი, 37 წლის წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. დააკავეს. უწყებამ მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას სდებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა", - წერია უწყების განცხადებაში.
უწყების განცხადებაში წერია, რომ სამართალდამცავებმა ა.რ. მომხდარიდან რამდენმე საათში დააკავეს, ნივთმტკიცებად კი, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.