ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 ნოემბერს დილით ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი გულის შეტევაა. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული და დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

"ქართულმა ოცნებამ" მომხდარი "ერთან ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირდა. ამ თემაზე დღეს, 7 ნოემბერს ბრიფინგი, გიორგი ხელაშვილმა გამართა და თქვა, რომ გობეჯიშვილზე გუშინ ზეწოლა მოხდა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი