"ქართული ოცნება" ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალებას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უკავშირებს და აცხადებს, რომ გობეჯიშვილზე გუშინ ზეწოლა მოხდა. ამ თემაზე გიორგი ხელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და სმართალდამცავებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.
"ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთერთი ამგავრი ზეწოლა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ, სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ აღძრან სიხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით", - თქვა გიორგი ხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 ნოემბერს დილით ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი გულის შეტევაა. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული და დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.