კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეზღუდვები წესდება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეზღუდვები წესდება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის იუსტიციის სახლი მოუწოდებს მოქალაქეებს ნუ ისარგებლებენ რეესტრის სამსახურებით.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სანოტარო ბიუროებში მისვლისგან. შეზღუდვა თავდაპირველად ორი კვირა გაგრძელდება.

მოვუწოდებთ ყველას, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავეთ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სიარულისგან. გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც გჭირდებათ გარდაცვალების მოწმობა ისეთ დროს, როცა ეს საჭიროა დაკრძალვის პროცედურებისთვის ანდა ბავშვის სამშობიაროდან გასაყვანად გჭირდებათ დაბადების მოწმობა“, - განაცხადა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოსო გიორგაძემ.

შეზღუდვა ჯერ არ დაწესებულა შსს-ს მომსახურების სააგენტოში. „მთავარის“ ინფორმაციით, მძღოლებს არანაირი რეკომენდაცია არ მიუციათ. მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების თქმით, მათთვის შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სისტემატურად მიმდინარეობს დეზინფექცია, თუმცა, შეზღუდვების დაწესებას არ განიხილავენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი