ამერიკა ჩემთვის, ჩემი ქვეყნის თავისუფლებაა - ნიკა გვარამია აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეხმაურება და წერს:

ცხოვრებაში პირველად მიხარია ამერიკაში დემოკრატის პრეზიდენტობა. რატომ? 
იმიტომ, რომ არასდროს არავის არ დაუშვია მისი გავლენის სფეროს (საქართველოს) რუსეთისთვის გადაბარება იმდენად, რამდენადაც ტრამპს; 
იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა ჩემი სამშობლო ისე რუსული, როგორც ტრამპის დროს;
იმიტომ, რომ არავის არასდროს არ დაუშვია, რომ სამი წელი საქართველოში ამერიკას ელჩი არ ყოლოდა, გარდა ტრამპისა. ელჩი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია ქართველი პატრიოტებისთვის; 
იმიტომ, რომ არასდროს არავის არ გადაუყლაპავს სოფლის ბოლო რუსი ოლიგარქის მიერ ელჩის დაბლოკვა და სამი წელი უელჩობა; 
იმიტომ რომ არავინ გაწოლია ისე რუსეთს, სამყაროს მთავარ ბოროტებას, როგორც ტრამპი; 
იმიტომ, რომ ბოდიში და მახატია ამერიკის ეკონომიკაში რა ხდება და დასაქმების ინდექსი როგორია; 
იმიტომ, რომ ამერიკა ჩემთვის, ჩემი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიის იმპორტი და რუსეთის დედის***აა, და არასდროს არ ყოფილა ეს კრიტერიუმები ისე დაჩლუნგებული, როგორც ტრამპის დროს. 
ხოდა, აი ამიტომ!" წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა. მან საარჩევნო  კოლეგიის 273  ხმა მოაგროვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი