
საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - წერს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა.