ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი, კამალა ჰარისი, Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და აშშ-ს შესაძლებლობების ქვეყანას უწოდებს.
"პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტი ვარ, მაგრამ არა უკანასკნელი, რადგანაც ყოველი პატარა გოგო ხედავს, რომ ეს შესაძლებლობების ქვეყანაა", - წერს ჰარისი.
შეგახსენებთ, რომ კამალა ჰარისი, ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი და, ამავდროულად, შავკანიანი ვიცეპრეზიდენტია. ცნობისთვის, ის აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკლელობის საქმის ადვოკატია და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად იბრძვის.