დღევანდელი, 8 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 475 გახდა.
აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 2 901 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 799 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 35 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი