გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად იმერეთიდან 2 000-ზე მეტი ადამიანი მოდის

გამოქვეყნდა:

გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად იმერეთის მუნიციპალიტეტიდან თბილისში 2 000-ზე მეტი ადამიანი მოდის. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნებია ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები და გადადგეს თამარ ჟვანია.

"ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, იმიტომ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ქვეყანა ჭაობიდანაა ამოსაყვანი. თუ დღეს ასე დარჩა ყველაფერი ქვეყანა აღარ გვექნება, არაა ლაპარაკი პარტიის გამარჯვებაზე, დეპუტატების მანდატებზე, ქვეყანაა ზოგადად გადასარჩენი", - ამბობს მამუკა საღარეიშვილი, აქციის ერთერთი მონაწილე.

დღევანდელ აქციას ხალხი შიდა ქართლიდანაც შეუერთდება. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს,  3 საათზე ოპოზიცია არჩევნების გასაპროტესტებლად აქციას მართავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი