რუსთაველი დღეს არის ღირსების გამზირი - აქციას ხალხი შიდა ქართლიდანაც უერთდება

გამოქვეყნდა:

"გორი არ შეეგუება მოპარულ არჩევნებს" - ამ გზავნილით რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ დღევანდელ აქციას, რომელიც 3 საათზე დაიწყება, ხალხი შიდა ქართლიდანაც შეუერთდება. 

არჩევნების გაყალბებული შედეგების გასაპროტესტებლად გორელები ოპოზიციური პარტიების ოფისებთან იკრიბებიან. 

"ქართულმა ოცნებამ" ხალხს წაართვა კონსტიტუციური უფლება. პროტესტის გარდა სხვა გზა არ დაგვიტოვა", - ამბობს მაჟორიტარობის კანდიდატი "ლელო"-დან, პაპუნა კობერიძე. 

გორელების თქმით, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, შიდა ქართლშიც არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.  

"გორის მაცხოვრებლები არ შეეგუებიან არჩევნების თავზე გადახევას. დუმილი ნიშნავს შეეგუო იმას, თუ როგორ ხდება შენი სახელმწიფო რუსეთის გუბერნია. რუსთაველის გამზირი დღეს არის ღირსების გამზირი, სადაც გადავწყვეტთ საქართველოს ბედს - იქნება ის დასავლური სახელმწიფო, თუ ბიძინა ივანიშვილის ფერმა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ვასილისა ჯაბახიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ნოემბერს, 3 საათზე, გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი