საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებული 86 წლის პაციენტი გარდაიცვალა.
ინფიცირებული ქალი კლინიკაში 3 ნოემბერს შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის, ინფორმაციით, ქალს პნევმონია და გულის პრობლემები აწუხებდა, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკაში 90-მდე დადასტურებული და რამდენიმე საკვლევი პაციენტი ჰყავთ.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში 34 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.