წყლის ჭავლის გამოყენება ცივ კლიმატურ პირობებში არის სასტიკი მეთოდი - ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლონჯარია ამბობს, რომ ის, რაც სამართალდამცველებმა გააკეთეს და აქციის მონაწილეები გაუფრთხილებლად, გადაჭარბებული ძალის გამოყენებით, ცივი კლიმატის პირობებში წყლის ჭავლით დაშალეს, არის სასტიკი მეთოდი.

ომბუდსმენის შეფასებით, ასეთ დროს პოლიცია ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს აქციის მონაწილეები და გამოყენოს პროპორციული ძალა. ლომჯარიას თქმით, დღევანდელი აქცია იყო მშვიდობიანი, აქციის მონაწილეებმა დააფიქსირეს პროტესტი, გარდა ამისა, ოპოზიციამ დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური ნება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რაზეც ხელისუფლებამ, ლომჯარიას შეფასებით, უპასუხა არაადექვატურად

სახალხო დამცველმა ცესკო-სთან აქციის მონაწილეები დარბევასთან დაკავშირებით ადგილზე მისვლამდე სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.​ 

უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ! - ამბობს ლომჯარია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი