გაუმართლებელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენება - საია

გამოქვეყნდა:

პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ წყლის ჭავლის გამოყენება რთული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სისტემის სრული კრიზისის გამო, გაუმართლებელია. საია შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:

#საია შეშფოთებით აკვირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და შექმნას პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ პოლიციის პირისპირ დგომა, სიტუაცია კი უფრო და უფრო რთულად სამართავი ხდება.

საია განმარტავს რომ:

სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი გაფრთხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. პოლიცია უნდა შეეცადოს, მიყენებული ზიანი იყოს მინიმალური და თანაზომიერი;

გაუმართლებელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ.

#საია მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ღრმად გვწამს, რომ პოლიტიკური კრიზისები ძალის გამოყენებით არ უნდა წყდებოდეს, არამედ კონსენსუსით და შეთანხმებით. კრიზისების მართვა, რთულ ვითარებაში გამოსავლის ძიება და საზოგადოებაზე ზრუნვა პოლიტიკოსების მთავარი დანიშნულებაა, ხელისუფლებას კი ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება- წერს საია

 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი