საქართველო საგანგებო მდგომარეობას უახლოვდება. მთავრობის გადაწყვეტილებით სამინისტროების დიდი ნაწილი მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. საჯარო და კერძო სტრუქტურებმა დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მიიღეს.
ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, დღეს ახსნა რა შემთხვევაში გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას ხელისუფლება, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა როდესაც ეპიდემიოლოგები ვერ დაადგენენ, ინფიცირების წყაროს, მთავრობა რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს.
ჯანდაცვის მინისტრმა დღეს დაადასტურა რომ მისი თანაშემწე თვითიზოლაციაში. ირკვევა რომ მინისტრის უახლოესი გარემოცვის წევრი, იზოლაციაში უკვე 1 კვირაა იმყოფება. ტიკარაძე ამტკიცებს, რომ მისი თანაშემწე იქამდე წავიდა თვითიზოლაციაში ვიდრე მისი თანამშრომლის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდებოდა. ჯანდაცვის მინისტრი რომელსაც სავარაუდოდ კომუნიკაცია ჰქონდა თანაშემწესთან, დღეს ამბობს, რომ თვითონ რისკ ჯგუფში არ არის და არც თვითიზოლაცია სჭირდება.
საგანგებო მდგომარეობის შესახებ დეკრეტს საქართველო პრეზიდენტი გამოსცემს და შესაძლოა გარკვეულ ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ტერიტორიაზე იკრძალება კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების გამართვა, უქმდება ყველა სახის ღონისძიება, ჩამონათალი კანონში ვრცელია. ვიდრე ქვეყანა ამ რეჟიმამდე მივა, შეზღუდვები ნაწილობრივ ძალაში შედის.
დღეიდან პრაქტიკულად დაიხურა იუსტიცის სახლები და საზოგადოებრივ ცენტრები, აქ მხოლოდ დაბადების და გარდაცვალების მოწმობები გაიცემა. პრობაციონერები აღარ არიან ვალდებულები ყოველდღიური ხელმოწერა დააფიქსირონ პრობაციის ბიუროებში. შეზღუდვებია დაწესებული ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მუშაობაში, აქ ექსპერტიზების ნაწილი უქმდება, 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი კი მცირდება. არ გამორიცხავენ აიკრძალოს 100 კაცზე მეტის ქელეხისა ქორწილის გადასხდა.
მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან საქართველოს საელჩოები და საკონსულოები მსოფლიოს მასშტაბით. მათ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს დავალება რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურონ.
კორონავირუსის საფრთხის გამო ქვეყნის მასშტაბით სწავლა 1 აპრილამდეა შეწყვეტილი ყველა სკოლასა და ბაგა-ბაღში. წვევამდელების გაწვევა კი 13 აპრილამდე გადაიდო.