
დღევანდელი, 9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 499 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში დამატებით 2 927 ადამიანი ინფიცირდა, 2 470 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 50 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 35 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.