თელავში კორონავირუსით 86 წლის პაციენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

თელავში კორონავირუსით 86 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი თელავის რაიონულ სავადმყოფოში ათი დღის წინ მაღალი ტემპერატურით და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. 

როგორც სავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი ამბობს, ხანდაზმულს COVID-19 ერთად სხვა თანხმელბი დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

პაციენტი თელავის რაიონულ სავადმყოფოში გუშინ, 8 ნოემბერს, დილით გარდაიცვალა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველში დამატებით 2 927 ადამიანი დაინფიცირდა, 2 470  გამოჯანმრთელდა და 24 პაციენტი გარდაიცვალა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 60680
  • გამოჯანმრთელებულია -  45042
  • მათ შორის გარდაცვლილია - 499
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2982
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2879
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4780
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი