ჩვენ, ექიმები, აპოლიტიკური პიროვნებები ვართ - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ბრიფინგზე ამბობს, რომ ექიმები აპოლიტიკურები არიან. 

"ჩვენ, ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები და დღეს ვართ ჩართული ყველაზე წინა ხაზზე ამ უზარმაზარ გამოწვევასთან, რომელიც ხდება საუკუნეში ერთხელ. მე ტყუილად არ გისახელებთ ამ რიცხვებს. პანდემია არ ჩერდება. ექიმებს თავი დავანებოთ, პოლიტიკაში ნუ ვრთავთ. დიდი პასუხისმგებლობა გაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე", - ამბობს გამყრელიძე. 

 შეგახსენებთ, რომ გუშინ, აქციის დარბევის შემდეგ, ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგებმა, ამირან გამყრელიძემ და თენგიზ ცერცვაძემ, შეკითხვას არ უპასუხეს - არის თუ არა ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხე ნოემბრის ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება. პასუხის არგაცემის მიზეზად აპოლიტიკურობა დაასახელეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი