პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ - ცერცვაძე/გამყრელიძე ნოემბერში, წყლის ჭავლის გამოყენებაზე

გამოქვეყნდა:

ქვეყნის მთავარ ეპიდემილოგს, ასევე დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, არ სურთ კომენტარის გაკეთება, არის თუ არა ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხე, ნოემბრის ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება.  

მაგაში ექსპერტად ვერ გამოვდგები - ამბობს "მთავართან" საუბარში თენგიზ ცერცვაძე; 

ამირან გამყრელიძე კი თვლის, რომ ეს პოლიტიკური საკითხია: პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ  - ამბობს ამირან გამყრელიძე.

წყლის ჭავლის გამოყენებას ცივ კლიმატურ პირობებში "სასტიკ მეთოდს" უწოდებს ომბუდსმენი.

შეგახსენებთ, ცესკოს შენობასთან მისვლისთანავე, მაშინ, როცა უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი