მშვიდობიანი აქციების დარბევის პარალელურად გაზრდილი პრემია-დანამატები- შსს პირველ ადგილზეა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უწყებებს შორის, პრემია-დანამატების სიდიდით შსს პირველ ადგილზეა. "ფლანგვის დეტექტორის" კვლევით, 2018-2019 წლებში შსს-მ პრემია-დანამატებზე 167.6 მილიონი ლარი დახარჯა. 2019-ის მაჩვენებელი კი წინა წელს 22 მილიონით აღემატებოდა.

პრემია-დანამატების რაოდენობა იზრდება გამოუძიებელი დანაშაულებისა და ძალის გადამეტების შემთხვევების პარალელურად.

2018-2019 წლებში შსს-მ მხოლოდ პრემია-დანამატებზე 167.6 მილიონი ლარი დახარჯა და 2019-ის მაჩვენებელი წინა წელს 22 მილიონით აღემატებოდა.

შსს-ს მიერ მხოლოდ 3 თვის განმავლობაში გაცემული პრემია-დანამატები მეტია, ვიდრე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წლიური დაფინანსება - წერია ორგანიზაციის კვლევაში.

"ფლანგვის დეტექტორი" წერს, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოების მწვავე კრიტიკას “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები მოჰყვა, პრემიების რაოდენობა შემცირდა, თუმცა თანხებს უკვე დანამატი დაარქვეს და ამ სახით გაიცემა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი