ოპოზიცია ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს და ისევ რუსთაველის გამზირზე იკრიბება. მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს თამარ ჟვანია და მისი ადმინისტრაცია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციის პირობებში და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები - გიორგი რურუა, ივერ მელავშვილი და ნატალია ილიჩოვა.
პროტესტი არ შეწყდება არც ერთი დღე - ამბობენ ოპოზიციის ლიდერები მიუხედავად იმისა, რომ დღეს რამე, 22 საათიდან კომენდანტის საათი უნდა ამოქმედდეს.
გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ოპოზიციამ მთავარი მოთხოვნა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთანაც დააფიქსირა და თქვეს, რომ მოლაპარაკება ხელისუფლებასთან მხოლოდ მათი პირობების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
საპროტესტო აქცია თბილისის პარლამენტის შენობის წინ გამთენიისას, მას შემდეგ დაანონსდა, რაც შსს-მ ცესკო-სთან მშვიდობიანი მომიტინგეები რამდენჯერმე წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბია.