"ცესკოს"-ს ხელმძღვანელმა აიღოს პასუხისმგებლობა ან დატოვოს თანამდებობა - ღია საზოგადოების ფონდი

გამოქვეყნდა:

ღია საზოგადოების ფონდი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, თამარ ჟვანიას, მოუწოდებს, აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და უზრუნველყოს ხმათა სამართლიანი გადათვლა, ან დატოვოს დაკავებული თანამდებობა. 

"იზიარებთ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებებს და მიგვაჩნია, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ტენდენცია, რომ წაიშალა ზღვარი მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული რესურსი, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვის და მათ თავისუფალ ნებაზე კონტროლის განხორციელების მცდელობებს, რამაც, შესაძლოა, ეჭქვეშ დააყენოს არჩევნების და აღნიშნული არჩევნების შედეგად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმუმრობის საკითხი"

ფონდი 8 ნოემბრის მოვლენებსაც აფასებს 

"2020 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს მშვიდობიანი პროტესტი საქართველოს პარლამენტის, ხოლო მოგვიანებით –  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ. აღნიშნული პროტესტის დროს, სამართალდამცავებმა გამოიყენეს შეკრება-მანიფესტაციის დაშლის სპეციალური საშუალებები, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის ესკალაციას და დაშავდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

თავის მხრივ, ღია საზოგადოების ფონდი ოპოზიციას მოუწოდებს, უზრუნველყოს საკუთარი კონსტიტუციური უფლებების მშვიდობიანად განხორციელება, სიტუაციის დეესკალაცია და მოლაპარაკებების მეშვეობით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი