"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირი დატოვებას კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგაც არ აპირებენ. მიხეილ ქუმსიშვილი ამბობს, რომ მთავრობის დაწესებული შეზღუდვა პანდემიასთან ბრძოლას არ ემსახურება და ის რეალურად პოლიტიკური პროტესტის წინააღმდეგ არის მიმართული:
ვაპირებთ ბრძოლას, ბრძოლა არის უალტერნატივო. არ იკმარეს არჩევნების გაყალბება, არ იკმარეს მშვიდობიანი პროტესტის დარბევა წყლის ჭავლით ნოემბერში და ახლა კიდევ უნდათ სახლებში გამოგვკეტონ, რაც ემსახურება არა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ სამართლიან პროტესტთან ბრძოლას, ამას თუ ქართველი ერი შეეგუბა, მაშინ ვიმსახურებთ ბიძინა ივანიშვილს - ამბობს ქუმსიშვილი.
აქციაზე იმყოფებიან სხვა აქტივისტები და ახალგაზრული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ კომენდანტის საათს არ დაემორჩილებიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით შეზღუდვა გარეთ გასვლაზე დღეს 22 საათიდან უნდა ამოქმედდეს. დილის 5 საათამდე ქუჩაში გადაადგილება იკრძალება.
რუსთაველის გამზირზე კი ხალხი იკრიბება. ოპოზიციამ დღევანდელი პროტესტი 18 საათისთვის დააანონსა. რუსთაველზე გზა უკვე გადაიკეტა.
არ გემორჩილებით! - მოძრაობა სირცხვილია დღეს 22:00-საათიდან აქციას მართავს რუსთაველის გამზირზე