ქოლგების აქცია ქუთაისში - სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა თბილისში, ცესკო-სთან აქციის დარბევა გააპროტესტეს.
აქტივისტები ამბობენ, რომ დაუშვებელია, მოქალაქეების წინააღმდეგ არალეგიტიმური ძალის გამოყენება. მათივე თქმით, ქოლგა არის იარაღი სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული ღირებულებების.
"სახელმწიფოს არ აქვს არანაირი უფლება გამოიყენოს დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა, რასაც ხშირი სახე აქვს ბოლო პერიოდში. მსგავსი რამ მოხდა გუშინ, რამაც გამოიწვია პროტესტი. მოვაწყვეთ პერფორმანსი, რომლის სიმბოლოც არის ქოლგა. ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და ამ ფაქტის საპირისპიროდ გავშალეთ ქოლგები, რადგან წყლისგან გვიცავს ქოლგა და ეს ქოლგა არის სამართლიანი არჩევნები, პროტესტი და სხვა ფუნდამენტური ღირებულებები"- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.