მოქალაქე, როგორც კი ცალკე გადის, ცდილობენ მოიტაცონ და დააკავონ - მარიამ გეგუჩაძე

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე სიტუაცია ნელ-ნელა იძაბება. უკვე ამოქმედდა კომენდანტის საათი, თუმცა აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან. პოლიციამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. როგორც მარიამ გეგუჩაძე ამბობს, სამართალდამცველები იტაცებენ ადამიანებს:

ნებისმიერი მოქალაქე, როგორც კი ცალკე გადის, ცდილობენ მოიტაცონ და დააკავონ. ყველა ვიყოთ ერთად, იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიცვათ  - მიმართა აქციის მონაწილეებს მარიამ გეგუჩაძემ.

ახალგაზრდებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი