კომენდანტის საათი ამოქმედდა - ახალგაზრდებმა რუსთაველზე დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს 

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, კომენდანტის საათის ამოქმედების მიუხედავად პროტესტი გრძელდება. ამ წუთებში სცენა მომღერლებს აქვთ დაკავებული. ზუსტად 10 საათზე კი "სირცხვილიამ" და სხვა აქტივსტებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები, რომლებმაც თქვეს, რომ ამაღამ დაშლას არ აპირებენ და გახარიას დაწესებულ პოლიტიკურ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან, რომლებსაც მათივე თქმით, კოვიდთან ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა შოთა დიღმელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კომენდანტი საათი არაკონსტიტუციურია და აქციის მონაწილეებს აქვთ უფლება არ დაიშალონ. 

მისივე ინფორმაციით, პოლიციას აქვს მითითება, პარლამენტის შენობის ტერიტორიის დატოვების შემდეგ აქციის მონაწილეები დააკავონ, რის გამოც დიღმელაშვილმა პროტესტის მონაწილეებს მოუწოდა, არ დატოვონ ტერიტორია. 

თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ სამართალდამცველებმა აქციის 3 წევრი აქტივისტები - ნოდარ რუხაძე, ლექსო მაჭავარიანი, გიორგი მჟავანაძე დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი