სომხეთის პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი, დემონონსტრანტებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, Facebook-მიმართვისას თქვა, რომ მირზოიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
ერთერთი Youtube-მომხმარებელი სპიკერზე თავდასხმის ვიდეოს ავრცელებს:
შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს ფაშინიანმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერა ხელი. ადგილზე რუსული "სამშვიდობო" ძალები უნდა შევიდნენ
გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე, დემონსტრანტები, რომელთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომასაც მოითხოვს, ჯერ მთავრობის სახლში, შემდეგ კი პარლამენტში შეიჭრნენ.
შეთანხმების მიხედვით, ფაშინიანი ვალდებულებას იღებს, 20 ნოემბრამდე დაუბრუნოს აზერბაიჯანს სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი აგდამისა და გაზახის რაიონები. 15 ნოემბრამდე სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, ხოლო 1 დეკემბრამდე - ლაჩინის რაიონს. სამაგიეროდ სომხეთი იტოვებს 5 კილომეტრის სიგანის ლაჩინის დერეფანს, რომლითაც სომხეთი შეინარჩუნებს მიმოსვლას მთიან ყარაბაღთან.