დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 1130 თბილისიდანაა, 653 აჭარიდან, 463 იმერეთიდან

გამოქვეყნდა:

დღეს, 10  ნოემბერს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 1 130 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, ყველაზე ცოტა კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. 

რეგიონული განაწილება სრულად შემდეგია:

  • თბილისში -   1 130
  • აჭარაში -   653
  • იმერეთში - 463
  • ქვემო ქართლში - 90 
  • შიდა ქართლში - 105 
  • გურიაში - 67 
  • სამეგრელო -ზემო სვანეთში - 202 
  • კახეთში - 94 
  • მცხეთა-მთიანეთში - 93 
  • სამცხე-ჯავახეთში - 49  
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 24.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 656 მძიმე პაციენტია, მათგან 265 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  2 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 პაციენტი გარდაიცვალა.  

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 63 650 
  • გამოჯანმრთელებულია -  47 390
  • მათ შორის გარდაცვლილია - 521
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 765
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  3 066
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 709
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 51 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 36 მილიონი ადამიანი  და გარდაიცვალა 1,2 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი