პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საუბრისთვის და მუშაობისთვის ახლ პარლამენტში მზად არიან და თუ ვინმეს ამაზე მოწოდება სჭირდება, ეს ოპოზიციაა. ამ თემაზე მან ჟურნალისტების კითხვას ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ უაპსუხა.
"ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისთვის, ჩვენი საზოგადოების შემდგომი მშვიდობიანი განვითარებისთვის ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, საუბრისთვის, მუშაობისთვის, ახალ პარლამენტში, თუ ვინმეს სჭირდება ამასთან დაკავშირებით მოწოდებები ეს არის ოპოზიცია, განსაკუთრებით მისი დესტრუქციული ნაწილი, რომელიც ამ დღეებში ცდილობდა არა საუბრით, არა დიალოგით, არა ნორმალური პოლიტიკური გზით, არამედ სახელმწიფო ინსტიტუებზე თავდასხმებით მიეღო რაიმე დივიდენტები", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან უბების გადათვლის პორცესსა და მეორე ტურის ჩატარებაზე ისაუბრეს.