სამართალდამცავებმა დიდი მოთმინებით, კანონის დაცვით უპასუხეს გამოწვევას - თალაკვაძე აქციაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია და მისი "დესტრუქციული" ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობდა სახელმწიფო ინსტიტუცებზე თავდასხმით დვიდენტები მიეღო, რაც წარუმატებლად დასრულდა.

"სამართალდამცავებმა ძალიან დიდი მოთმინებით, კანონის სრული დაცვით უპასუხეს ამ გამოწვევებს. სახელმწიფომ და ხელისუფლებამ, მიუხედავად კოვიდ პანდემიისა ღირსეულად უპასუხა ამ გამოწვევებს, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას თავს დაესხას დემოკრატიას და დემოკრატიული არჩევნების შედეეგბს", - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტების კითხვას ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ უაპსუხა. მისი თქმით, თუ რომელიმე აქტივისტს ან იურისტს გადაადგილების შეზღუდვა და რეგილაციები არაკონსტიტუციურად მიაჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ნოემბერს აქციაზე 4 აქტივისტი, პოლიციამ ჯერ კიდევ კომენდანტის საათის დაწყებამდე დააკავეს. აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათ პარლამენტთან გასათბობად შეშა მიჰქონდათ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი