გაიხსნება თუ არა წყალტუბოს საარჩევნო უბნები და გადაითვლება თუ არა ხმები თავიდან - ამ საკითხზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგია და კოლეგიის თავმჯდომარე, შოთა სირაძე მსჯელობს, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამაა.
"ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატმა, რობიზონ ხურცილავამ, მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან, მისი განმარტებით, საქმეს იხილავს კოლეგიის თავმჯდომარე, რომლის შვილმაც თბილისში გამართულ აქციაზე ათეულობით ადამიანი დააკავა. აცილების შუამდგომლობის წინააღმდეგი იყვნენ წყალტუბოს საოლქო კომისიის იურისტები.
საბოლოოდ, მოსამართლეთა კოლეგიამ შოთა სირაძის აცილების საკითხი იმ მიზეზით არ დააკმაყოფილა, რომ, მათი აზრით, მოსამართლე სამოსამართლეო საქმიანობაში დამოუკიდებელია.
საქმეს ამ წუთებში ვაჟა სირაძის მამა სხვა მოსამართლეებთან ერთად განიხილავს.