"პოლიცია იყო, სპეცმანქანაც იყო და წაიყვანეს" - თვითმხილველები თვითიზოლაციის დამრღვევების იძულებით კარანტინში გადაყვანას იხსენებენ

გამოქვეყნდა:

მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციის რეჟიმს დაარღვევენ, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მათ იძულებით კარანტინში მოათავსებენ.

თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტზე გუშინ შსს-ს თანამშრომლებმა სამი პირი აიყვანეს და იძულებით კარანტინში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინიტრომ ქუთაისში, მარნეულსა და ბათუმში  თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე სამი პირი გამოავლინა.

როგორც თვითმხილველები „მთავართან“ საუბრისას აცხადებენ, რომ პოლიციამ დააკავა ერთ-ერთი მოქალაქე იმის გამო, რომ თვითიზოლაციის რეკომენდაცია დაარღვია.

„პოლიცია იყო, სპეცმანქანაც იყო და წაიყვანეს“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

შესაძლოა თვითიზოლაციის დარღვევა დასჯადი გახდეს. სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლი განსაკუთრებით საშიში დაავადების შეყრის საფრთხის შექმნისთვის ჯარიმას ითვალისწინებს - რაც ან გამოსასწორებელ სამუშაოებს, ან შინა პატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი