ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელებსა და ადმინისტრაციას COVID-19 დაუდასტურდათ

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფეხბურთელებსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, პაპუნა მელაძის, ინფორმაციით, ვირუსი სულ 12 ფეხბურთელს ჰქონდა, აქედან ორი უკვე გამოჯანმრთელდა, სხვები კი იზოლაციაში არიან. უცნობია ინფიცირების წყარო.

"ვირუსი მქონდა მეც და უკვე დავამარცხე, ინფიცირებულები იყვნენ ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. გაგვიუქმდა ორი თამაში", - თქვა მელაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 2 970 ადამიანი ინფიცირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი