პროტესტისა და მხარდაჭერისთვის სასამართლოსთან 18:00 საათიდან გელით - "სირცხვილია"

გამოქვეყნდა:

მოძრაობა "სირცხვლია" თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც აქციაზე დაკავებული აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს 18:00 საათიდან აქციას იწყებს. 

"როგორც იცით, მოძრაობა "სირცხვილიას" სამი აქტივისტი დაკავებულია. ჩვენ სასამართლო პროცესებზე ვართ დილიდან. ჯერ ლექსო მაჭავარიანის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს. ალბათ საღამომდე გაგრძელდება ყველაფერი. წინ არის ნოდა რუხაძის და გიორგი მჟავანაძის პროცესები. გარეთ სახმაუროდ, პროტესტისთვის და მხარდაჭერისთვის, გელით სასამართლოსთან 18:00-დან, როცა მოახერხებთ", - წერენ ორგანიზატორები. 

შეგახსენებთ, რომ ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის პროცესი სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება. ლექსო მაჭავარიანის პროცესზე კი 1 საათიანი შესვენება გამოცხადდა. მოსამართლემ ბრალდების მხარეს ვიდეო მტკიცებულების წარდგენა მოსთხოვა, სადაც ჩანს რომ აქტივისტი შეშას იარაღად იყენებს. 

ადვიკატები ამბობენ, რომ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა და დაკავებულები დარბაზიდან უნდა გათავისუფლდნენ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ნოემბერს აქციაზე 4 აქტივისტი, პოლიციამ ჯერ კიდევ კომენდანტის საათის დაწყებამდე დააკავეს. აქტივისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან. მათ პარლამენტთან გასათბობად შეშა მიჰქონდათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი