მოხარული ვარ, რომ წამყვანი პოლიტიკოსებიდიალოგის ინიციატივით გამოდიან - გერმანიის ელჩი

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც არჩევნების შედგების გამოცხადებას მოჰყვა, საქართველოში გერმანიის ელჩი ეხმაურება. ჰუბერტ ქნირში მოხარულია, რომ პოლიტიკოსები დიალოგზე საუბრობენ და მზადყოფნას გამოთქვამს, ამ პროცესში თავადაც მიიღოს მონაწილეობა

პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან. საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს" ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი